საგარეჯოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდი
 

პროექტები

ინფორმაცია საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2011 წელს

განხორციელებული ღონისძიებებისა და სამუშაოების შესახებ

 

2011 წელს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტი იყო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, აქცენტი გაკეთებული იყო ძირითადად სასმელი წყლის სისტემების, დაზიანებული გზების რეაბილიტაციაზე და ასევე სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

 

ინფრასტრუქტურა

ქალაქი საგარეჯო

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით, კახეთის გზატკეცილზე მდებარე კორპუსებში მცხოვრები აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახებისთვის და ე.წ. ,,გაღმაუბნის” დასახლების მოსახლეობისთვის, სასმელი წყლის ჭაბურღილებზე დამონტაჟდა წყალსაქაჩი ტუმბოები.

ჩატარდა დავით აღმაშენებლის, ჯაფარიძისა და სტალინის (ამჟამად ერეკლე მეორის) ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები.

ორმულად შეკეთდა დავით აღმაშენებლის, იმედის, რუსთაველის ქუჩები, მოასფალტდა მუნიციპალიტეტის გამგეობის ეზო;

ლითონის ღობეებით კეთილმოეწყო რუსთაველის ქუჩის ტროტუარები.

მოეწყო ა.ი.პ. საგარეჯოს სასმელი წყლის ხარისხის ქიმიურ-ბაქტეოროლოგიური კვლევითი ცენტრისა და ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო სამსახურის შენობების სახურავები.

სახელმწიფო დაფინანსებით შეკეთდა სტიქიისგან დაზიანებული რუსთაველის ქუჩა #243 სახლის სახურავი.

საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, მოწესრიგდა კოსტავას ქუჩაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული საკანალიზაციო სისტემის ქსელი.

მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი ტექნიკით, მოსალოდნელი წყალდიდობის თავიდან ასაცილებლად, ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა მდინარეებზე ,,თვალთხევი” და ,,წიფლისხევი”.

 

გომბორის თემი

სოფლის განვითარების პროგრამით: განხორციელდა სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია გომბორსა და ასკილაურში, მოიხრეშა შიდა სასოფლო გზები ვაშლიანსა და რუსიანში.

საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით: აღდგენილ იქნა სოფ. გომბორში სტიქიისგან დაზიანებული შიდასასოფლო გზის რამდენიმე მონაკვეთი და ბოგირი.

 

კოჭბანი

სოფლის განვითარების პროგრამით:

განხორციელდა სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლებში: კოჭბანში, ოთარაანთკარში, სასადილოსა და გორანაში. მოწესრიგდა შიდა სასოფლო გზა იკვლივ გორანაში.

საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდი:

კოჭბანში აღდგენილ იქნა სტიქიისგან დაზიანებული გზა და ბოგირი.

 

უჯარმის თემი

სოფლის განვითარების პროგრამით:

მუხროვანსა და პალდოში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობებს. უჯარმაში შემოიღობა სასაფლაოს ტერიტორია.

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით:

აღდგა სასმელი წყლის ცენტრალური მაგისტრალი და შიდასაუბნო ქსელი.

 

ხაშმი

სოფლის განვითარების პროგრამით:

რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის ქსელს.

საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდიდან:

განხორციელდა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, ე.წ ,,ლაფიანხევზე” აღდგა სასმელი წყლის ცენტრალური მილსადენი.

განხორციელდა კახეთის ცენტრალური მაგისტრალიდან სოფ. ხაშმში მისასვლელი. ასფალტსაფარიანი გზის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

 

პატარძეული

სოფლის განვითარების პროგრამით:

მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილი; სოფლის ცენტრში მდებარე სტადიონის ტერიტორიაზე არსებული სუბარტეზიულ ჭაბურღილზე დამონტაჟდა სასმელი წყლის ტუმბო და შეკეთდა 7 დაზიანებული საუბნო ჭაბურღილის ტუმბოები.

ადგილობრივი ბიუჯეტით, მოეწყო #2 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის სახურავი.

 

წყაროსთავი

სოფლის განვითარების პროგრამით და საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდით:

მოხდა სასმელი წყლის ქსელისა და სისტემის რეაბილიტაცია ე.წ ,,ბეჟიტაანთ” და ,,კერატიანთ” უბნებში.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით:

სასმელი წყლის მაგისტრალზე აღდგენილია სასმელი წყლის დაზიანებული მილსადენი.

საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდით:

ე.წ ,,ბეჟიტაანთ უბანში” მოეწყო მინი-სპორტული მოედანი.

 

ნინოწმინდა

სოფლის განვითარების პროგრამით:

განხორციელდა სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაცია.

რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით:

შეკეთდა სასმელი წყლის სისტემა, წმ. Nნინოს სახელობის დედათა მონასტერის მიმართულებით გაყვანილი იქნა სასმელი წყლის ახალი სისტემა, დამონტაჟდა სასმელი წყლის საუბნო ონკანები, შეიცვალა დაზიანებული მონაკვეთები.

 

გიორგიწმინდის თემი

სოფლის განვითარების პროგრამით:

გიორგიწმინდაში ორმულად შეკეთდა ცენტრალური შიდასასოფლო გზა. ანთოკსა და მარიამჯვარში მოიხრეშა შიდა სასოფლო გზები.

საქართველოს რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით:

მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილი; ე.წ. “ყაზაანთ უბანში” შეიცვალა დაზიანებული სასმელი წყლის მილსადენი; მოწესრიგდა საუბნო ბოგირი; გაიწმინდა და აღდგა “ნავრობის ხევის“ დაზიანებული კალაპოტი; შეძენილ იქნა დიზელის საწვავი ,,ანთოკის ხევის” ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან:

შეკეთდა გიორგიწმინდის სასმელი წყლის #1 სატუმბი სადგური, რომლიდანაც ხდება სოფელ უდაბნოს სასმელი წყლით მომარაგება.

 

თოხლიაური

სოფლის განვითარების პროგრამით:

ჩატარდა ამბულატორიის შენობის რემონტი: შეიცვალა შენობის სახურავი, ჩაისვა მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, გაილესა და შეიღება შიდა და გარე კედლები, დაიგო ლამინირებული იატაკი, მოეწყო შესასვლელი დერეფანი.

რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით:

მოხდა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია;

ადგილობრივი ბიუჯეტიდან:

აღდგა თოხლიაური-უდაბნოს სასმელი წყლის დაზიანებული მაგისტრალი.

 

კრასნოგორსკი

სოფლის განვითარების პროგრამით:

კრასნოგორსკის მოსახლეობის მომსახურებისათვის შეძენილი იქნა მიკრო-ავტობუსი.

 

მანავის თემი

სოფლის განვითარების პროგრამით:

ჩატარდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზისა და სარწყავი არხის რეაბილიტაციის სამუშაოები, ასევე მანავის ხევის გამაგრებითი სამუშაოები. ზემო მანავის ხევზე მოეწყო რკინაბეტონის გადასასვლელი და საცალფეხო ხიდი; სოფ. ბურდიანში, შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, შეიძინეს დიზელის საწვავი.

რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით:

განხორციელდა სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგა ბურდიანისა და გორხანის უბნის სასმელი წყლის მაგისტრალები.

მოასფალტდა მანავის შიდა ცენტრალური სასოფლო გზა, შეძენილ იქნა დიზელის საწვავი `მანავის ხევის” ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის.

 

ჩაილურის თემი

სოფლის განვითარების პროგრამით:

განხორციელდა სოფ. დიდ ჩაილურში არსებული სანიაღვრე არხებისა და სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია.

სოფ. პატარა ჩაილურში მოეწყო სანიაღვრე არხები.

 

კაკაბეთი

სოფლის განვითარების პროგრამით:

ჩატარდა შიდა სასმელი წყლის ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები, მოიხრეშა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისასვლელი გზა.

რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით:

შეკეთდა ე.წ ,,დვრინის” სასმელი წყლის მაგისტრალი.

 

ვერხვიანი

სოფლის განვითარების პროგრამით:

რეაბილიტირებულ იქნა სასმელი წყლის შიდა ქსელები, ე.წ. `კუდაანთ უბანში” დამონტაჟდა სასმელი წყლის 10 საუბნო ონკანი, შემოიღობა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა, მოწესრიგდა სანიაღვრე არხები.

 

ყანდაურა

სოფლის განვითარების პროგრამით:

განხორციელდა შიდა სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაცია; ე.წ ,,გადასახედავის უბანში” ამოიცვალა სასმელი წყლის დაზიანებული მილსადენი.

რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით:

აღდგა სოფ: ყანდაურისა და ზემო ყანდაურის სტიქიისაგან დაზიანებული საუბნო გზების პროფილი.

მოეწყო კალაპოტი და ბოგირი ე.წ ,,კალატოზიანთ ხევზე’’. აღდგენილ იქნა სოფ. ყანდაურის სტიქიით დაზიანებული სასმელი წყლის სათავე ნაგებობები.

სოფლის განვითარების პროგრამით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით _ ზემო ყანდაურაში შემოიღობა სასაფლაოს ტერიტორია.

 

ბადიაური

სოფლის განვითარების პროგრამით:

შემოიღობა სასაფლოს ტერიტორია, შეძენილ იქნა ნაგავმზიდი ავტომანქანა.

ნატანისაგან გაიწმინდა სოფ: ბადიაურისა და ,,ლაკბეს’’ ხევები (სოფ.ბოგდანოვკის მონაკვეთი).

რეგიონალური განვითარების ფონდის დახმარებით:

სოფ. ბადიაურში მოწესრიგდა სტიქიის შედეგად გადავსებული ხევის კალაპოტი, აღდგა სასმელი წყლის სათავე ნაგებობა.

 

ბოგდანოვკა

სოფლის განვითარების პროგრამით:

მოხდა სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია.

რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით:

სკოლის უბანში მოეწყო წყალმრიდი სადრენაჟე არხის სისტემა;

გაიწმინდა ე.წ. “ბებერი არხი”, აღდგა სტიქიის შედეგად დაზიანებული სასმელი წყლის სათავე ნაგებობა.

 

შიბლიანი

სოფლის განვითარების პროგრამით განხორციელდა სასმელი წყლის შიდა ქსელების რეაბილიტაცია.

რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდით:

აღდგა შიდა სასოფლო გზა, კეთილმოეწყო სოფელზე ჩამავალი ხევის კალაპოტი. მოეწყო `კვირაცხოვლის~ ხევზე დამცავი გოდოლყურე, აღდგა სოფელში მისასვლელი სტიქიისგან დაზიანებული გზა და ხიდი; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასმელი წყლის სათავე ნაგებობას.

 

იორმუღანლო

სოფლის განვითარების პროგრამით:

იორმუღანლოსა და ქეშალოში მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილები და რეზერვუარები.

 

დუზაგრამა

სოფლის განვითარების პროგრამით:

შეძენილი და დამონტაჟებული იქნა სასმელი წყლის ჭაბურღილის რეზერვუარი, სოფელ წიწმატიანში შემოიღობა დასასვენებელი პარკი.

 

ლამბალო

სოფლის განვითარების პროგრამით:

ზემო და ქვემო ლამბალოში მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილები, სოფ. ლამბალოსთვის შეძენილი იქნა და დამონტაჟდა ჭაბურღილის რეზერვუარი.

 

თულარი

სოფლის განვითარების პროგრამით:

თულარში მოეწყო ჭაბურღილი, დამონტაჟდა სასმელი წყლის რეზერვუარი; შეძენილ იქნა ტრაქტორ-ექსკავატორი სოფ. კაზლარისთვის.

 

უდაბნო

სოფლის განვითარების პროგრამით:

განხორციელდა შიდა სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაცია. ასევე, მოწესრიგდა სოფლის საკანალიზაციო სისტემა.

ადგილობრივი ბიუჯეტდან:

შეკეთდა სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენი.

 

სოციალური სფერო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია მონაცემთა ბაზა, სადაც აღრიცხულია ეკონომიურად გაჭირვებული ოჯახები და ხორციელდება მათი დახმარების პროგრამები.

უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებზე (615 კაცზე) გაიცა 65380 ლარი.

156030 ლარით დაფინანსდა #1 და #2 ,,სათნოების სახლები”.

ხანდაზმულთა სოციალური ცენტრის შენახვის ხარჯმა შეადგინა 4100 ლარი.

სამამულო ომის მონაწილე (აწ გარდაცვლილ) 22 კაცის ოჯახზე (მათ შორის 20 კაცი _ სამამულო ომის მონაწილის ოჯახზე 5000 ლარი) (საქართველოს მთლიანობისთვის მებრძოლის 2 ოჯახზე 500ლარი). სულ 5 500 ლარი. ამას გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე 2 გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახზე გაიცა 1000-1000 ლარი, სულ 2 000. ამ კუთხით მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გაიცა სულ: 7 500 ლარი.

სამკურნალოდ დახმარება გაეწია (მედიკამენტებით) 9 ადამიანს, თანხით 2157 ლარი.

მარჩენალდაკარგულ 1 ოჯახზე გაიცა დახმარება 1800 ლარი (დეკემბრის ჩათვლით).

ოპერაციებსა და სამედიცინო გამოკვლევებზე 176 კაცზე დაიხარჯა 115 878 ლარი.

ლტოლვილთა 27 ოჯახისთვის შეძენილ იქნა გაზქურები, თანხით 810 ლარი.

 

სტიქიით დაზარალებულ 24 ოჯახზე ბინის ქირის ხარჯმა შეადგინა 27815.50 ლარი.

ფაშიზმზე გამარჯვების 66 წლისთავთან დაკავშირებით, სამამულო ომის მონაწილეებზე გაცემული დახმარება შეადგენს 5200 ლარს (52 კაცზე).

სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე, ზამთრისათვის საწვავისა და შეშის შესაძენად, ბიუჯეტიდან გამოყოფილია 40 000 ლარი.

მუნიციპალიტეტის გამგეობის ხარჯებიდან გათვალისწინებულია საახალწლო ამანათები 150 გაჭირვებული ოჯახისთვის.

 

ეკონომიკის სფერო

მუნიციპალიტეტის პრიორიტეტული პროექტების წარსადგენად, მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან.

2011 წელს, სოფელ თოხლიაურში, იაპონიის მთავრობის მიერ გამოყოფილი ,,გრასსრუტებისა და ადამიანთა უსაფრთხოების გრანტის” ფარგლებში, გაიხსნა სამაცივრე მეურნეობა. პროექტის ძირითადი მიზანია _ არსებული შემნახველ-დამაფასოებელი ცენტრის მეშვეობით, სოფ. თოხლიაურისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის შემოსავლის გაზრდა. პროექტის ღირებულება 84 792 ა.შ.შ დოლარია და შედეგად 4000-მდე ადამიანი ისარგებლებლებს.

ქ. საგარეჯოს ხანდაზმულთა სოციალურ ცენტრში მოეწყო შეხვედრა დანიის ,,წითელი ჯვრის’’ წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა 13 ბიზნეს პროექტი, რომელთა ავტორებიც საგარეჯოში მცხოვრები დევნილები არიან. უცხოელმა სტუმრებმა შეარჩიეს 3 პროექტი, რომლებიც დაფინანსდა დანიის ,,წითელი ჯვრის’’ მიერ.

1.            პურ-ფუნთუშეულის საცხობი ( დასაქმდება 18 ადამიანი)

2.            თეთრეულის კერვის შესწავლა (დასაქმდება 6 ადამიანი)

3.            ქსოვის შესწავლა (დასაქმდება 5 ადამიანი)

ქალაქ საგარეჯოსა და სოფ. ბადიაურში გაიხსნა საქონლის 2 სასაკლაო, სადაც დასაქმდა 10 ადგილობრივი მცხოვრები.

შემოდგომით, რთვლის პერიოდში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი იყო შტაბი, რომელიც მოსახლეობას ,,რთველი 2011”-ის ორგანიზებულად ჩატარებაში ეხმარებოდა.

 

განათლება

გასული სასწავლო წელი წარმატებული აღმოჩნდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის განათლების სისტემის მუშაკთათვის და მოსწავლეთათვის.

მუნიციპალიტეტის 26 საჯარო სკოლიდან 15-ში მუშაობს 36 სერთიფიცირებული მასწავლებელი, მათ შორის ორი – 1 000 ლარიანი ხელფასით.

2011 წელს ზოგადი განათლების ატესტატი უნდა მიეღო მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 543 მოსწავლეს. მათ შორის საატესტატო გამოცდებზე გასვლის სურვილი გამოთქვა 453-მა; ბარიერი (5,2 ქულა) გადალახა და სრული ზოგადი განათლების ატესტატი მიიღო 370-მა მოსწავლემ (საერთო რაოდენობის 81%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია).

2011 წელს მეთორმეტე კლასის კურსდამთავრებულებზე გაიცა 22 მედალი: 7 ოქროს და 15 ვერცხლის.

პროექტის `ჩემი პირველი კომპიუტერი~ ფარგლებში, პერსონალური კომპიუტერები გადაეცათ საგარეჯოს საჯარო სკოლების 9 მეათე კლასელს, რომლებმაც 2010 – 2011 სასწავლო წელს წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური.

ახალი სასწავლო წლის დასაწყისს, ყველა პირველკლასელმა და მათმა მასწავლებლებმა, საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოდან საჩუქრად მიიღო ნეთბუქი და სახელმძღვანელოები.

სახელმძღვანელოები საჩუქრად გადაეცა ყველა კლასის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებსაც.

 

ჯანდაცვა

ჯანდაცვის ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტის “100 ახალი სავადმყოფო” ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ,,ჯი-პი-აი ჰოლდინგის” მიერ, ქ.საგარეჯოში გაკეთდა ახალი საავადმყოფო, რომელიც მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. საავადმყოფო 25 საწოლიანია და თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი. მასში ჰოსპიტალური და ამბულატორიული პროცედურების გავლაა შესაძლებელი. საავადმყოფოში ასი ადამიანია დასაქმებული.

საგარეჯოში ჭავჭავაძის ქუჩა #3ა-ში გაიხსნა კერძო სამედიცინო მომსახურების ცენტრი ” ლიფე”.

 

კულტურა

2011 წელი საგარეჯოსთვის მრავალი კულტურული ღონისძიებებით გამოირჩეოდა, რაშიც განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენდა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა. კულტურის სახლთან მდებარე სკვერში, ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლებისა და ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით, ეწყობოდა საზაფხულო კონცერტები, გამოფენები, ლიტერატურული საღამოები.

კოჭბანში ჩატარდა ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული ,,ვაჟაობა’’, სადაც მონაწილეობდა სოფლის ახალგაზრდობა, ინდივიდუალური შემსრულებლები და სახალხო მთქმელები, ასევე, საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული სიმღერის და ცეკვის ანსამბლები. დოღში და ქართულ ჭიდაობაში გამარჯვებული ახალგაზრდები მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

აგვისტოში, ახალგაზრდულ ცენტრში, მოეწყო საგარეჯოელ ახალგაზრდა პოეტთა შემოქმედების საღამო, რომელმაც დიდი გამოხმაურება და ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში.

სექტემბერში ჩატარდა ფოტომოყვარულთა გამოფენა_კონკურსი, სადაც გამოვლინდა სამი საუკეთესოFფოტო-ნამუშევარი. გამარჯვებულებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ ფასიანი საჩუქრები გადასცა.

ოქტომბერში ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ტრიო “სიმი”-ს შემოქმედებითი საღამო.

საგარეჯოს კულტურის სახლში, სახალხო თეატრის დასის მიერ, მოეწყო პრემიერა სპექტაკლისა `ცხოვრება მშვენიერია~.

ჩატარდა ფრანკოფონიის დღეები საგარეჯოში, რომლის დროსაც კონცერტები გამართა ფრანგული პოპ-როკის ჯგუფმა ,,ველური წინდები’’, საფრანგეთის იონის დეპარტამენტიდან.

კულტურის სახლთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა `იმედი~ მონაწილეობა მიღო ფოლკლორულ ფესტივალზე `ზღვის ჰარმონია~.

დეკემბერში, საგარეჯოს თოჯინების სახალხო თეატრმა, 55 წლის იუბილეზე უმასპინძლა საგარეჯოელ პატარებსა და საზოგადოებას.

 

სპორტი

2011 წელს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სპორტსმენები სისტემატურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა რეგიონალურ, რესპუბლიკურ და საერთაშორისო ტურნირებში.

საქართველოს სხვადასხვა ასაკისა და სახეობების ნაკრებ გუნდებში შეყვანილია 13 საგარეჯოელი სპორტსმენი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და ჭაბუკთა ოლიმპიურ თამაშებში.

ჭიდაობა სამბოში ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა უშანგი კუზანაშვილმა.

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალის მფლობელი გახდა ბექა პეტრიაშვილი.

ძიუდოში ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა ვანო მამისაშვილმა, ხოლო ვერცხლის მედალოსანი გახდა თამაზ კირაკოზაშვილი. მანვე მესამე ადგილი დაიკავა ჭაბუკთა ევროპის ოლიმპიურ ფესტივალზე.

ზემოაღნიშნული სპორტსმენები, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, მოპოვებული წარმატებებისთვის ფულადი თანხითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

წარმატებული დებიუტი ჰქონდა აგრეთვე დავით ხუციშვილს, რომელმაც დიდებში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედლები.

საქართველოს ჩემპიონატზე დიდებში ვერცხლის მედალი მოიპოვა ზურაბ ერბოწონაშვილმა.

ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატზე, 16 დან 18 წლამდე გოგონათა შორის, ნანი უნაფქოშვილმა დაიკავა მეორე და მესამე ადგილები. ასევე მონაწილეობა მიიღო 16 წლამდე გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონატში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში, რელიგიურ და სახალხო დღესასწაულებზე, ჩატარდა ტურნირები ქართულ ჭიდაობაში, სადაც გამარჯვებული სპორტსმენები მუნიციპალიტეტის გამგეობამ, წახალისების მიზნით, ფულადი პრემიებითა და სიგელებით დააჯილდოვა.

საგარეჯოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ქ.თელავში გამართულ რეგიონალური თასის გათამაშების ფინალურ ეტაპზე მეორე ადგილი დაიკავა.

 

არმია და სამხედრო სამსახური

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვებისა და გაწვევის სამსახურში 2011 წლის საგაზაფხულო გაწვევა გაიარა 436 წვევამდელმა.

გაწვეულ იქნა 201 წვევამდელი, საიდანაც 92 ჩარიცხული იქნა შეიარაღებულ ძალებში.

საშემოდგომო გაწვევისას გამწვევი კომისია გაიარა 565 წვევამდელმა. დღეის მდგომარეობით გაწვეულია 138 წვევამდელი, საიდანაც შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა 73 წვევამდელი.

მიმდინარე წლის მარტში გაწვეული იქნა რეზერვში 111 რეზერვისტი, ხოლო აპრილში _ 87 რეზერვისტი. 278 წვევამდელი გადაირიცხა რეზერვში. 10 წვევამდელი გაწვეულია ალტერნატიულ სამსახურში.

 

სამომავლო გეგმები:

2012 წლისთვის, სოფლის გავითარების პროგრამის ფარგლებში, განხორციელდება შიდასასოფლო გზების რეაბილიტაცია შემდეგ ტერიტორიულ ერთეულებში: გომბორი, რუსიანი, ვერონა, ვაშლიანი, ასკილაური, პალდო, მუხროვანი, იკვლივ გორანა, ზემო ბურდიანი, პატარა ჩაილური და ზემო ლამბალო.

ჩატარდება სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია სოფლებში:

ოთარაანთკარი, სასადილო, გორანა, კრასნოგორსკი, ზემო ბურდიანი. ახალი სასმელი წყლის ჭაბურღილები მოეწყობა სოფ. იორმუღანლოში, ქვემო ლამბალოსა და თულარში.

განხორციელდება საბავშვო ბაღების რემონტი სოფლებში:

უჯარმა, ხაშმი, პატარძეული, ნინოწმინდა, წყაროსთავი, გიორგიწმინდა, მანავი, დიდი ჩაილური და ბოგდანოვკა.

მინი-სპორტული მოედნები მოეწყობა: ანთოკში, მარიამჯვარსა და შიბლიანში.

შეძენილი იქნება სპეც.ტექნიკა (ბულდოზერი, ექსკავატორი და ავტ.თვითმცლელი) ტერიტორიული ერთეულებისთვის: კაკაბეთი, ყანდაურა, წიწმატიანი, ბადიაური და კაზლარი.

თოხლიაურში შემოიღობება სასაფლაო.

უდაბნოში განხორციელდება საბანკეტო დარბაზის რეაბილიტაცია.

 

 

SAGAREJO.GE   2011
Highslide for Wordpress Plugin